რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბერბოკი: ჩვენ ახლა უკრაინისთვის EU-ს კარის მიჯახუნება არ შეგვიძლია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის სწრაფად მინიჭებას მხარს უჭერს, თუმცა აღნიშნავს, რომ უკრაინა ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანებას ვერ შეძლებს. ამასთან დაკავშირებით ბერბოკმა გერმანულ ტელერადიოკომპანია  WDR-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"საკმარისი არ არის იმის თქმა, რომ თქვენ ეკუთვნით ევროპას, თქვენ ეკუთვნით ევროკავშირს. ჩვენ ახლა უკრაინისთვის EU-ს კარის მიჯახუნება არ შეგვიძლია". - თქვა ბერბოკმა. 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თქვა, რომ კიევი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არანაირ ალტერნატივას არ მიიღებს. 

8 აპრილს, კიევში ვიზიტის დროს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ფონ დერ ლეიენმა ზელენსკის კითხვარი გადასცა, რომლის შევსებაც უკრაინის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელი ნაბიჯია.

პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის დიპლომატიური მრჩეველი იგორ ჟოვკვა თვლის, რომ უკრაინა ევროკავშირში უახლოეს წლებში გაწევრიანდება.

კომენტარები