საქართველო-ევროკავშირი

პრეზიდენტი EU-ს კანდიდატობაზე: ფორმაში ალბათ ვართ, რადგან დიდი ხანია, ვემზადებით

ფორმაში ალბათ ვართ, იმიტომ, რომ დიდი ხანია, ვემზადებით ამისთვის და როგორც თქვენ ახსენეთ, ეს არის არამხოლოდ ჩემი და თქვენი წინაპრების ოცნება, მათი, ვინც ამ სახელმწიფოს აშენებდა, არამედ, ეს არის დღევანდელ დღეს მოსახლეობის 88%-ის ოცნება. კიდევ იმას დავამეტებდი, რომ ეს არის კიდევ უფრო დიდი ოცნება ჩვენი დიასპორის, რომელიც გარედან უყურებს, ეს ქვეყანა როგორ ემზადება ამ ძალიან მნიშვნელოვანი შანსისთვის და ისიც არის, მე ვიტყოდი, ასპროცენტიანი ამისი მომხრე. ამ მხრივ ვართ მომზადებული. 

სამწუხაროდ, ვიტყოდი ბოლო წელიწადნახევრის მანძილზე ყოველთვის არ ვდგამდით იმ ნაბიჯებს, რასაც ჩვენგან ელოდებოდნენ, იქნება ეს 19 აპრილის ჩაშლილი შეთანხმება, ანულირებული, სიტყვებიც ძალიან მძიმე იქნა გამოყენებული ზოგ-ზოგ მომენტებში, თუ რაღაცა გაუგებარი ნაბიჯები - სესხის არაღება ევროკავშირიდან...

საქართველოს პრეზიდენტი პალიტრანიუსთან ინტერვიუში, კითხვაზე, რამდენად არის მზად საქართველო ევროკავშირის კანდიდატობისთვის.

კომენტარები