მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ღუდუშაური: სააკაშვილი შავ შოკოლადს მიირთმევს თუ ჩაქაფულთან აქვს განზიდვა, ხალხი დაიღალა

ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია და კანონმდებლობა, რომლის წინაშე დამორჩილება და ქედის მოდრეკა ყველას მოუწევს. ყოველგვარი მცდელობა, რომ არაჟნებთან ერთად შემოპარული კრიმინალი სააკაშვილი ქვეყნიდან გააპარონ და გაიყვანონ, ფუჭად ჩაივლის. მათ რაც უნდა გააკეთონ არის, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილს უთხრან, რომ ყველანაირი საკვების მიღება გააგრძელოს და კანონმდებლობას დაემორჩილოს, რაც მისთვისვე იქნება უკეთესი. ამიტომ, ნებისმიერი მიკერძოებული პირის მიერ, ემპათია იქნება თუ ემპათია პლუსი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დაიძლევა კანონმდებლობის მოთხოვნა.

შესაბამისად, სააკაშვილს ქართულ ციხეში ყოფნა იმდენი წლით მოუწევს, რამდენიც მისჯილი აქვს. ვისი დასკვნაც არ უნდა იყოს, ქვეყანაში არსებობს კანონმდებლობა და ჯანდაცვის სისტემა. საზოგადოებას შეურაცხყოფას ნუ მიაყენებენ, რადგან ქართველ ხალხს კარგად ახსოვს ციხეებში დატრიალებული ბართლომეს ღამეები და როგორ უწყობდნენ მოსახლეობას ჯოჯოხეთს. მიხეილ სააკაშვილი შავ შოკოლადს მიირთმევს, ბანანს თუ ჩაქაფულთან აქვს განზიდვა, ამ ყველაფრით ქართული საზოგადოება დაიღალა. სააკაშვილმა სასჯელის მოხდა უნდა გააგრძელოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

კომენტარები