ჯონი დეპი VS ამბერ ჰერდი

ამბერ ჰერდი ვერდიქტზე: იმედგაცრუებული და გულნატკენი ვარ

BBC

ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის სასამართლო დავა დეპის გამარჯვებით დასრულდა. ამბერ ჰერდმი ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელ Instagram-პოსტით გამოეხმაურა:

"იმედგაცრუება, რომელსაც დღეს ვგრძნობ, ენითაღუწერელია. გულნატკენი ვარ, როგორც ჩანს, მტკიცებულებების მთელ დასტაზე უფრო ძლიერი ჩემი ყოფილი ქმრის ძალაუფლება და გავლენა აღმოჩნდა. 

კიდევ უფრო იმედგაცრუებული ვარ იმით, რასაც ნიშნავს ეს განაჩენი სხვა ქალებისთვის. ეს მარცხია. ბრუნდება ის დრო, როდესაც ქალის ლაპარაკს მისი საჯაროდ შერცხვენა და დამცირება მოჰყვება. ეს გადაწყვეტილება ცვლის შეხედულებას იმაზე, რომ ქალების მიმართ ძალადობას სერიოზულად უნდა მივუდგეთ.

ვთვლი, რომ დეპის ადვოკატებმა შეძლეს ის, რომ ნაფიც მსაჯულებს ყურადღება არ მიექციათ სიტყვის თავისუფლებისთვისა და მტკიცებულებებისთვის, რომლებიც იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ ბრიტანეთში გამარჯვება მოგვიტანა. 

ვწუხვარ, რომ ეს საქმე წავაგე, მაგრამ კიდევ უფრო ვწუხვარ, რომ დავკარგე უფლება, რომელიც გამაჩნდა, როგორც ამერიკელს – ვილაპარაკო თავისუფლად და ღიად".

გახმაურებული სასამართლო დავის მნიშვნელოვანი დეტალები იხილეთ ამ ბმულზე.

კომენტარები