რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პაპი ფრანცისკე რუსეთს: გთხოვთ, არ გამოიყენოთ ხორბალი, როგორც ომის იარაღი

პაპმა ფრანცისკემ რუსეთს უკრაინიდან ხორბლის ექსპორტზე ბლოკადის მოხსნისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ძირითადი საკვები ომის იარაღად არ უნდა იყოს გამოყენებული.

"გულწრფელად მოგმართავთ, ნებისმიერი ძალისხმევა მიმართული იყოს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რათა გარანტირებული იყოს ადამიანის უნივერსალური უფლებები დაცვა. [...] გთხოვთ, არ გამოიყენოთ ხორბალი, ძირითადი საკვები, როგორც ომის იარაღი". – ამბობს პაპი ფრანცისკე. 

უკრაინის შავი ზღვის პორტები ომის დაწყების შემდეგ არის დაბლოკილი - პორტებს ვერ ტოვებს უკრაინული გემები, რომლებიც 20 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეულით არის დატვირთული. რუსეთისა და უკრაინის მიერ მიწოდებულო ხორბალი მსოფლიოს მარაგის თითქმის მესამედს შეადგენს, ამიტომ, მარცვლეულის ექსპორტის შეფერხება სასურსათო კრიზისის შექმნას უწყობს ხელს. ასევე, უკრაინა არის სიმინდისა და მზესუმზირის ზეთის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი.  

დასავლეთის ქვეყნების ლიდერები უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გამოტანისთვის "უსაფრთხო დერეფნების" შექმნაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ საკითხს რუსეთის თანხმობა სჭირდება. 

"ამ საკითხთან დაკავშრებით მრავალჯერ განვაცხადეთ, რომ სურსათის პრობლემისგან გამოსავლის პოვნა კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს, მათ შორის, იმ სანქციების მოხსნას, რომელიც რუსეთიდან ექსპორტსა და ფინანსურ ტრანზაქციებზეა დაწესებული". - ამბობს რუდენკო.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

 

კომენტარები