რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკიმ ევროკავშირი სანქციების მე-6 პაკეტთან დაკავშირებული შეფერხების გამო გააკრიტიკა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციების მე-6 პაკეტს მიესალმა, თუმცა ალიანსი შეფერხების გამო გააკრიტიკა.

"როდესაც მე-5-დან მე-6 პაკეტის მიღებამდე 50 დღიანი წყვეტაა, ეს ჩვენთვის მიუღებელია". - თქვა ზელენსკიმ.

31 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პასუხად, მოსკოვისთვის სანქციების მე-6 პაკეტის დაწესებაზე შეთანხმდნენ, რაც რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვას ითვალისწინებს. 

დაწესებული სანქციების მიხედვით, ევროკავშირი რუსული ნავთობის საზღვაო გზით მიღებაზე უარს ამბობს. ამჟამად გამონაკლისი არის მილსადენი დრუჟბა, რომელიც უნგრეთის მთავარი ნავთობმიმწოდებელი ხაზია. ამ გამონაკლისის მეშვეობით, შესრულდა უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მოთხოვნა, რომელიც სრულ ემბარგო ეწინააღმდეგება და თვლის, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს.

როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, სანქციები დაუყოვნებლივ შეეხება ევროკავშირში იმპორტირებული რუსული ნავთობის 75%-ს, წლის ბოლომდე კი 90%-ს.

 

კომენტარები