რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

რას ნიშნავს EU-ს მიერ დაწესებული ნავთობის ნაწილობრივი ემბარგო რუსეთისა და ევროპისთვის?

31 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პასუხად, მოსკოვისთვის სანქციების მე-6 პაკეტის დაწესებაზე შეთანხმდნენ, რაც რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვას ითვალისწინებს. 

დაწესებული სანქციების მიხედვით, ევროკავშირი რუსული ნავთობის საზღვაო გზით მიღებაზე უარს ამბობს. ამჟამად გამონაკლისი არის მილსადენი დრუჟბა, რომელიც უნგრეთის მთავარი ნავთობმიმწოდებელი ხაზია. ამ გამონაკლისის მეშვეობით, შესრულდა უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მოთხოვნა, რომელიც სრულ ემბარგო ეწინააღმდეგება და თვლის, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს.

როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, სანქციები დაუყოვნებლივ შეეხება ევროკავშირში იმპორტირებული რუსული ნავთობის 75%-ს, წლის ბოლომდე კი 90%-ს.

რომელ ენერგორესურსებს არ კრძალავს ევროკავშირი?

ევროკავშირის მიერ რუსეთიდან იმპორტირებული გაზის საერთო ხვედრითი წილი 40%-ია. თუმცა, ევროპის ქვეყნებს შორის რუსულ გაზზე დამოკიდებულების მაჩვენებლები განსხვავებულია. 

მარტში, ევროკავშირმა პირობა დადო, რომ მომავალ წლამდე რუსული გაზის მოხმარებას 2/3-ით შეამცირებდა. ამჟამად, რუსული ენერგორესურსის მოხმარების შემდგომ შემცირებაზე მოლაპარაკაბები არ მიმდინარეობს.

რუსეთმა ენერგორესურსებზე ფასების ზრდით ისარგებლა და ევროკავშირში ნავთობისა და გაზის ექსპორტით წელიწადში $430 მილიარდამდე გამოიმუშავა.

რა არის რუსული ნავთობის ალტერნატივა?

კვლევის ანალიტიკოსი ბენ მაკუილიამსი BBC-თან ამბობს, რომ ევროკავშირისთვის ნავთობის ჩანაცვლება უფრო მარტივად მოხერხებადია, ვიდრე გაზის.

ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ რეზერვებიდან ბაზარზე 120 მილიონი ბარელის ექვივალენტი გაიტანეს, რაც ორგანიზაციის ისტორიაში მარაგების უდიდესი გამოშვებაა.

მარტის ბოლოს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საწვავის მაღალი ხარჯების შესამცირებლად, აშშ-ს რეზერვებიდან ნავთობის ძირითადი გამოშვების ბრძანება გასცა.

აშშ საუდის არაბეთთან ნავთობის მოპოვების გაზრდაზე მოლაპარაკებებსაც აწამოებს. გარდა ამისა, ვაშინგტონი ვენესუელაზე ნავთობის სანქციების შემსუბუქებას განიხილავს.

რა რაოდენობით ნავთობს იღებს ევროპა რუსეთისგან?

რუსეთი აშშ-სა და საუდის არაბეთის შემდეგ, მსოფლიოში სიდიდით ნავთობის მესამე მწარმოებელია. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამდე, რუსული ნედლი ნავთობის ექსპორტის დაახლოებით ნახევარი ევროპაში გადიოდა. 

2020 წლის მონაცემებით, ნიდერლანდებსა და გერმანიაში ყოველდღიურად ყველაზე დიდი რაოდენობით რუსული ნავთობი შედიოდა. 

ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, გასულ წელს, სლოვაკეთში 96%, ხოლო უნგრეთში 58% ნავთობი იმპორტირდა. 

თუმცა, 2020 წელს დიდ ბრიტანეთში რუსული ნავთობის ხვედრითი წილი 8%-მდე, ხოლო აშშ-ში 3%-მდე შემცირდა. 

ამჟამად, რუსეთიდან იმპორტირებული გაზი ევროკავშირის ენერგორესურსების 40%-ს, ხოლო ნავთობის - 25%-ს შეადგენს.

CREA-ს კვლევის მიხედვით, ომის დაწყებიდან რუსეთმა ევროკავშირს 46 მილიარდი ევროს ღირებულების ენერგორესურსები მიჰყიდა, რაც 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით ორჯერ მეტია.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის გაყიდვების საერთო მოცულობა შემცირდა, 24 თებერვლიდან ნავთობის ფასის ზრდამ მოსკოვს დაახლოებით $66 მილიარდი მოუტანა.

როდის დააწესებს ევროკავშირი რუსულ ნავთობზე სრულ ემბარგოს?

კონსესუსი იმაზე, თუ როდის აკრძალავს სრულად ევროკავშირი ნავთობის რუსეთიდან იმპორტს, ჯერ კიდევ არ შემდგარა. სწორედ ამ მიზეზით, სანქციების მე-6 პაკეტის სრულად დამტკიცების პროცესი დაახლოებით ერთი თვე გაიწელა.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი, რომელიც სანქციების პოლიტიკას ხელმძღვანელობდა ამბობს, რომ ალიანსი ამ საკითხზე მუშაობს, თუმცა კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს.

სანქციებიდან გამონაკლისი ქვეყნები, უნგრეთი ფინანსურ სახსრებს იძიებენ, რათა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გადაკეთება შეძლონ, რომლებიც ამჟამად მხოლოდ რუსულ ნედლ ნავთობს ამუშავებს.

ასევე, ხორვატიას დამატებით დრო სჭირდება, რათა ჩრდილოეთ მეზობელთან Adria-ს მილსადენით მიწოდების გაზრდა შეძლოს.

როგორ იმოქმედებს ემბარგო რუსულ ომის მანქანაზე?

ევროკავშირი რუსეთს ენერგორესურსებისთვის ჯამურად დღეში დაახლოებით 1 მილიარდ ევროს უხდის, რაც კრემლისთვის მყარი ვალუტისა და უკრაინის ომის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებელი მთავარი წყაროა. 

გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ ფინანსური ნაკადების მკვეთრი შემცირება რუსეთის ეკონომიკური პრობლემების გამაღრმავებელი მექანიზმია. თუმცა, ზოგიერთი ეკონომისტის აზრით, მოკლევადიან პერსპექტივაში, ეს მოსკოვს მაღალი ფასების ფონზე გააძლიერებს. ევროკავშირის ლიდერებს აკრიტიკებენ იმის გამოც, რომ ხანგრძლივმა დისკუსიებმა რუსეთს ალტერნატიული მყიდველების მოსაძებნად დამატებით დრო მისცა. 

დამატებითი სანქციები - ბერკეტები, რომლებსაც ევროკავშირი ჯერჯერობით არ იყენებს 

სანამ ევროკავშირი ნავთობზე ნაწილობრივ ემბარგოს გადაწყვეტილებას მიიღებდა, ზოგიერთი ქვეყანა შემდგომ სანქციებს რუსეთის უმსხვილესი ექსპორტის - გაზის წინააღმდეგ განიხილავდა. ომამდე რუსეთი ევროკავშირს გაზის დაახლოებით 40%-ს აწვდიდა, თუმცა, ევროკავშირის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ თანდათანობით რუსულ გაზზე დამოკიდებულებას შეამცირებენ.

უკრაინის ყველაზე გამოკვეთილი მოკავშირეები ევროკავშირში, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ფიქრობენ, რომ ევროკავშირმა სწორედ ახლა უნდა მიიღოს რუსულ გაზთან დაკავშირებით განსაკუთრებული ზომები. მათი ვარაუდით, რაც უფრო მკაცრი იქნება ენერგორესურსებზე შეზღუდვები, მით უფრო სწრაფად დასრულდება ომი უკრაინაში.

კომენტარები