ლარის კურსი

ლარი დოლართან 7 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან – 6.3 თეთრით

ლარი დოლართან 7.03 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 6.33 თეთრით. 31 მაისის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.0249 ლარია, ერთი ევროსი კი - 3.2466 ლარი.

კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ყიდვა 3.04 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო 1 ევროსი - 3.26 ლარად. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ღირებულება 3.01 ლარია, 1 ევროსი - 3.22 ლარი. უცხოური ვალუტა გაცილებით ძვირი ღირდა დილის საათებში.

ბოლო 3 თვის განმავლობაში ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა, თუმცა, 27 მაისის შემდეგ ეროვნული ვალუტა უფასურდება. აღსანიშნავია, რომ 24 მაისს რეზერვების შესავსებად ეროვნულმა ბანკმა $10 მილიონი იყიდა. ეს 2019 წლის ივნისის შემდეგ პირველი შემთხვევაა.

კომენტარები