ეროვნული ბანკი

რეზერვების შესავსებად ეროვნულმა ბანკმა $10 მილიონი იყიდა

2022 წლის 24 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8689 შეადგინა.

ბოლოს ეროვნულმა ბანკმა უცხოური ვალუტა 2019 წლის ივნისში იყიდა. ჯამში სებ-მა 2019 წელს 155 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა, ხოლო 2018 წელს რეზერვები 180 მლნ აშშ დოლარით შეივსო.

ეროვნული ბანკი რეზერვებს ლარის გამყარების პარალელურად ავსებს. მესამე თვეა, ეროვნულ ვალუტად გამყარების ტენდენცია აქვს. 24 მაისის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8668 ლარია, ერთი ევროსი კი - 3.0706 ლარი.

კომენტარები