გახსოვთ, ომის დაწყებიდან მალევე, 1-2 კვირაში ლარიც გაუფასურდა და ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, გავლენა იქონია ფასებზე. თუმცა, ნახეთ, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ კოორდინირებულად მოვახდინეთ ინტერვენციები სავალუტო ბაზარზე, სიტუაცია მკვეთრად დასტაბილურდა, 3,05-ზე, თითქმის 3.00-ზეა ჩამოსული ლარის კურსი დოლართან მიმართებაში. ვითარება დასტაბილურებულია, დავიჭირეთ სიტუაცია, მაქსიმალურად კონტროლდება, არავითარი პრობლემა არ არის, შემოდინებები გრძელდება, ტურიზმი ძალიან იზრდება, ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ზოგადად, ეკონომიკაში გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ექსპორტი იზრდება და ყველა ეს პარამეტრი გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს.
tbl.ge/5yeg
დაკოპირდა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე.
ამავე თემაზე
- ოხანაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ პრემიერმინისტრის ნდობა უმაღლეს დონეზე გავამართლო
- პაპუაშვილი ოხანაშვილს: დღევანდელ, ხანდახან შეშლილ სამყაროში წარმატებას გისურვებთ
- ივანიშვილის პარლამენტმა სუს-ის უფროსად ოხანაშვილის არჩევას მხარი დაუჭირა
- ირაკლი (დაჩი) ბერაია ფინანსთა საგამოძიებო სამსახურის უფროსად დაინიშნა
- მეზვრიშვილი: ლილუაშვილს სუს-ი თან გაატანეს არჩევნების გაყალბების უმთავრესი ფუნქციით




