პუტინის რუსეთი

რუსეთი 1 ივნისიდან პენსიას 10%-ით ზრდის – რეფორმა მხოლოდ უმუშევარ პენსიონერებს ეხება

Deita.ru

რუსეთის ფედერაციის პრემიერმინისტრის განცხადებით, 1 ივნისიდან პენსია 10%-ით გაიზრდება. რეფორმა მხოლოდ უმუშევარ პენსიონერებს შეეხება. 

10%-ით გაიზრდება ასევე საარსებო მინიმუმი და მინიმალური ხელფასი. 

მიშუსტინის თქმით რეფორმა 50 მილიონზე მეტ ადამიანს შეეხება. რუსეთის ბიუჯეტიდან რეფორმისთვის 500 მილიარდი რუბლი გამოიყოდა.

ბოლო მონაცემებით რუსეთის ფედერაციაში საშუალო პენსია 19 000 რუბლს ($308 დოლარი მიმდინარე კურსით) შეადგენს. 

2018 წელს მიღებული კანონპროექტის მიხედვით რუსეთში საპენსიო ასაკი გაიზრდება. ამ დროისთვის საპენსიო ასაკი კაცებში 61, ხოლო ქალებში 56 წელს შეადგენს. 2028 წლისთვის საპენსიო ასაკი კაცებში 65, ხოლო ქალებში 60 წლამდე გაიზრდება.

კომენტარები