თავდასხმა ტრანსგენდერებზე

თბილისში ტრანსგენდერ ქალებს 30-მდე კაცი თავს დაესხა – დაზარალებული

შსს

29 მაისს, გამთენიისას თბილისში ტრანსგენდერ ქალებს 30-მდე კაცი თავს დაესხა. ამის შესახებ ერთ-ერთმა დაზარალებულმა ფორმულასთან ისაუბრა. მისი თქმით, თავდაპირველად მასთან მისული კაცი სექს მომსახურებაზე უარმა გააღიზიანა, რასაც მუქარა მოჰყვა. ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც.

ტრანსგენდერი ქალის თქმით, კაცმა რამდენიმე ადამიანს დაურეკა, რის შემდეგაც ათეულობით მამაკაცი მასთან ერთად მცხოვრებ ქალებს სახლთან დახვდა და მათზე ფიზიკურად იძალადა.

"თითქოს ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა და ჩემს ორ ტრანსგენდერ დაქალს, რომლებიც სახლში ბრუნდებოდნენ, ტაქსიდან როგორც კი ჩამოვიდნენ, თავს დაესხა 3 მამაკაცი მალაკნების ხიდთან. 3 მამაკაცს მოჰყვნენ მეგობრები, მთლიანობაში 30-მდე მაინც იყვნენ. გარეთ დღეც ვეღარ გავალ იმიტომ, რომ სახეზე მცნობენ უკვე, არა მარტო მე, ყველას. ჩვენი სახლის მისამართი იციან". – ამბობს დაზარალებული.

თავდამსხმელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ხანში შესულ ადამიანსაც, ვისგანაც ტრანსგენდერ ქალებს ბინა აქვთ დაქირავებული.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად მუქარას გულისხმობს.

კომენტარები