რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: მსოფლიო რუსეთის მიერ ბირთვული-ბიოქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებისთვის ემზადება

Efrem Lukatsky/AP

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მსოფლიოს ლიდერები რუსეთის მიერ ბირთვული ან ბიოქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობისთვის ემზადებიან.

"რუსი სახელმწიფო პროპაგანდისტები ღიად იმუქრებიან ბირთვული იარაღით. მსოფლიოს პოლიტიკოსები რუსეთის მიერ ე.წ. ტაქტიკური ბირთვული იარაღი ან ქიმიური, ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობისთვის ემზადებიან.

[...] თუ რუსეთი ბირთვულ შანტაჟს გამოიყენებს, მაშინ სხვადასხვა ძალას მსოფლიოში შეიძლება ლოგიკურად მოეჩვენოს, შეიძინონ ბირთვული იარაღი. იმის თქმა, რომ ეს საფრთხის შემცველია მთელი მსოფლიოსთვის, არაფრის თქმის ტოლფასია". – თქვა ზელენსკიმ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები