რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: პუტინთან საუბარი არ გვსურს, თუმცა ომის დასრულებისთვის, სავარაუდოდ, საჭირო იქნება

ვოლოდიმირ ზელენსკი
Reuters

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან საუბარი არ სურს, თუმცა აუცილებელია, რეალობას თვალი გაუსწოროს, რომ ომის დასრულებითვის ეს, სავარაუდოდ, საჭირო იქნება.

"არსებობს საკითხები, რომელთა რუსეთის პრეზიდენთან განხილვაც საჭიროა. არ გეუბნებით, რომ ჩვენს ხალხს მასთან საუბარი სურს, თუმცა იმ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, რომელშიც ვცხოვრობთ. რა გვინდა ამ შეხვედრისგან - ჩვენ ცხოვრების დაბრუნება გვსურს. გვინდა, დავიბრუნოთ სუვერენული ქვენის ცხოვრება საკუთარ ტერიტორიაზე". - თქვა ზელენსკიმ ინდონეზიურ ანალიტიკურ ცენტრში სიტყვით გამოსვლისას.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის სერიოზულ მზადყოფნას ჯერჯერობით არ გამოთქვამს.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები