მინდა ჩვენს ძვირფას მოქალაქეებს და დეპუტატებს ვუთხრა, რომ რეალურად ეს არის მორიგი ბინძური, ანტისახელმწიფოებრივი სტატია. ეს არის რაფაელ გლუკსმანის შეკვეთილი სტატია. კარგად მოგეხსენებათ, ვინ იყო რაფაელ გლუკსმანი – ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი იმ დროს, როცა სააკაშვილი ხალხს კლავდა, ხოცავდა, აუპატიურებდა, ტანჯავდა, რეალურად, ქვეყანას წარმოაჩენდა, როგორც ყველაზე მაფიოზურ სახელმწიფოს. ეს ადამიანი, გლუკსმანი დღეს არის ევროპარლამენტარი. გლუკსმანი შემდეგ აქტიურად იყო ჩართული იმდროინდელი ხელისუფლების პოლიტიკის განსაზღვრაში. დღევანდელი სტატიის ავტორი გახლავთ ქალბატონი იზაბელ ლასერი, რომელიც არის გლუკსმანის მეგობარი. შესაბამისად, ეს არის გლუკსმანის შეკვეთილი სტატია.
საქართველოს მთავრობა
ღარიბაშვილი Le Figaro-ზე: მორიგი ბინძური სტატიაა, რაფაელ გლუკსმანის მიერაა შეკვეთილი
tbl.ge/60r0
დაკოპირდა

ასე გამოეხმაურა პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფრანგულ გამოცემა Le Figaro-ში გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით – "საქართველო მოსკოვის ორბიტაზე დასაბრუნებლად ევროკავშირს შორდება".
ამავე თემაზე
- ოხანაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ პრემიერმინისტრის ნდობა უმაღლეს დონეზე გავამართლო
- პაპუაშვილი ოხანაშვილს: დღევანდელ, ხანდახან შეშლილ სამყაროში წარმატებას გისურვებთ
- ივანიშვილის პარლამენტმა სუს-ის უფროსად ოხანაშვილის არჩევას მხარი დაუჭირა
- ირაკლი (დაჩი) ბერაია ფინანსთა საგამოძიებო სამსახურის უფროსად დაინიშნა
- მეზვრიშვილი: ლილუაშვილს სუს-ი თან გაატანეს არჩევნების გაყალბების უმთავრესი ფუნქციით




