რომ არ მოსულიყო ბატონი ივანიშვილი, რომ არ მოსულიყო ჩვენი ხელისუფლება, ჩვენ, ძვირფასი მეგობრები, ჩვენს ქვეყანას დღეს არავითარი შანსი არ ექნებოდა არათუ ევროკავშირში ინტეგრაციის, ქვეყანა აღარ გვექნებოდა. რა მაძლევს ამის თქმის საშუალებას და უფლებას – უფლებას მაძლევს თქვენი [ოპოზიციის] გაუგონარი, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რომელსაც თქვენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ეწეოდით. სააკაშვილის დროს თქვენ დაკარგეთ ტერიტორიები, დააბრუნეთ რუსული ჯარი. ომის შემდეგ თქვენ არათუ სანქციების დაწესებაზე გიფიქრიათ და გიმუშავიათ, დღეს რომ გამოდიხართ დიდი პატრიოტები და მელაპარაკებით უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შევუერთდეთ, თქვენ არათუ სანქციებზე ელაპარაკეთ ჩვენს პარტნიორებს, არამედ ომის შემდეგ თქვენ გახსენით უვიზო რეჟიმი რუსი მოქალაქეებისთვის და მიყიდეთ სტრატეგიული ობიექტები რუსეთს, რუსულ სახელმწიფო კომპანიებს.
ქართული ოცნება
ღარიბაშვილი: რომ არ მოსულიყო ბატონი ივანიშვილი, ჩვენი ხელისუფლება, ქვეყანა აღარ გვექნებოდა
tbl.ge/60qw
დაკოპირდა

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
ამავე თემაზე
- კომუნიკაციების კომისიამ 3 ტელევიზიის წინააღმდეგ ქართული ოცნების სარჩელი წარმოებაში მიიღო
- ჩხარტიშვილი: არასოდეს ყოფილა ეჭვქვეშ მტრით გარშემორტყმული ქართველების სტუმართმოყვარეობა
- მედიაკოალიცია ოცნების სარჩელზე: შეუთავსებელია დემოკრატიული მართვის პრინციპებთან
- საკრებულოს დეპუტატი რუსებზე: ჩვენი სტუმარ-მასპინძლობა, თავმდაბლობა გამოვიჩინოთ ერის წინაშე
- ოცნება შინ ევროპისკენ აქციის ვიდეოს გაშვების გამო მთავარს, ფორმულასა და TV პირველს უჩივის