რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დრაგი: პუტინთან საუბრისას უკრაინაში მშვიდობის იმედი ვერ დავინახე

მარიო დრაგი

იტალიის პრემიერმინისტრის, მარიო დრაგის თქმით, იტალიას უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აღდგენა სურს, რომელიც რუსეთის მიერ შავი ზღვის პორტებშია დაბლოკილი. ამის შესახებ დრაგიმ ჟურნალისტებს, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განუცხადა.

დრაგის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მას მსგავსი მცდელობები გაუგებრად მიაჩნია, სიტუაციის სერიოზულობის გათვალისწინებით, იძულებული იყო [პუტინთან ამ საკითხზე საუბარი] ეცადა.

"ვგრძნობდი, რომ ეს ჩემი ვალია – გამოვიდე ინიციატივით ჰუმანიტარული კრიზისის სიმძიმის გამო, რომელმაც შეიძლება მსოფლიოს უღარიბეს ხალხზებზე გავლენა მოახდინოს". - თქვა დრაგიმ.

დრაგის თქმით, პუტინმა მას უთხრა, რომ სურსათის კრიზისში დამნაშავე დასავლური სანქციებია.

"თუმცა, მე მაინტერესებს კონკრეტული საკითხი, რომელიც ეხება იმას, თუ რისი გაკეთება შეიძლება და შეგვიძლია თუ არა ჩვენ იმ უზარმაზარი მოცულობის მარცვლეულის განბლოკვა, რომელიც უკრაინის შავი ზღვის პორტებშია გაჩერებული". - თქვა დრაგიმ.

მარიო დრაგიმ აღნიშნა, რომ ზემოხსენებული საკითხის განხილვას ახლო მომავალში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც გეგმავს.

გარდა ამისა, დრაგიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინთან საუბრისას უკრაინაში "მშვიდობის იმედი ვერ დაინახა".

კომენტარები