მსოფლიოს ერთ-ერთმა უფროსმა პოლიტიკოსმა, აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰენრი კისინჯერმა დავოსში, ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინას მოსკოვთან მოლაპარაკებისას დათმობებზე წასვლისკენ და სიტუაციის ფხიზლად და რეალისტურად შეფასებისკენ მოუწოდა. ასევე, რომ, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მოლაპარაკებები, სანამ ზედმეტი დაძაბულობა არ შეიქმნა, რასაც ევროპისთვის მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს და ის ქაოსში ჩაძიროს. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ახალგაზრდა "მამალმა" გამოცდილებით დაბრძენებულ "ქორს" უნდა მოუსმინოს. სხვათაშორის, მრავალი წლის მანძილზე, პატივცემული მოხუცი არ გამოირჩეოდა რუსეთის მიმართ სიმპატიებით, მაგრამ ყოველთვის რაციონალურად აზროვნებდა.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
მედვედევი ზელენსკისა და კისინჯერზე: ახალგაზრდა "მამალმა" უნდა მოუსმინოს ბრძენ "ქორს"
tbl.ge/60pe
დაკოპირდა

წერს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი საკუთარ Telegram არხზე. აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე თქვა, რომ კონფლიქტის ესკალაციის თავიდან ასარიდებლად, უკრაინამ რუსეთს ტერიტორიები უნდა დაუთმოს. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კისინჯერს გამოეხმაურა და თქვა, რომ "კისინჯერის კალენდარი 2022 წლის ნაცვლად, 1938 წელს აჩენებს და მას ეგონა, რომ ესაუბრებოდა აუდიტორიას არა დავოსში, არამედ იმდროინდელ მიუნხენში".
ამავე თემაზე
- FT: ტრამპი რუსეთზე უკრაინის იერიშებით აღტაცებული და ენთუზიაზმით აღსავსეა
- პუტინი: მზად ვართ უკრაინასთან მოლაპარაკებები სტამბოლის შეთანხმებების საფუძველზე განვაახლოთ
- ლავროვი: იმის ფიქრიც კი არ მინდა, რომ ალასკის სამიტი კიევისთვის დროის მოსაგებად გაიმართა
- Kyiv Independent: ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ რუსეთის მიმართ "უფრო თამამად" მოიქცეს
- ლავროვი იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს "მთელი ზომების კომპლექსით" დაიცავენ




