ნიკა გვარამის საქმე

კობახიძე მოსამართლე ჩხიკვაძეზე: აშშ-ს საელჩოს დუმილი ჩვენს პოზიციაზე თანხმობის ნიშანია

ქართული ოცნება / Georgian Dream / Facebook

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიცია საქართველოში აშშ-ს საელჩოს მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიმართ დისკრიმინაციას აბრალებდა. კობახიძე ამბობს, რომ აშშ-ში ჩხიკვაძის პროექტიდან მოხსნის შესახებ გავრცელებული ინფორმაციაზე საელჩოს დუმილი ქართული ოცნების პოზიციაზე თანხმობის ნიშანია.

"პრაქტიკულად, უკვე დადასტურდა, რომ ის ბრალდებები, რასაც უყენებდა ამერიკის საელჩოს ოპოზიცია, იყო ცარიელი სპეკულაცია და სრული დემაგოგია. ეს არის ის შემთხვევა, როცა დუმილი ჩვენს პოზიციაზე თანხმობის ნიშანია, ეს არის ზუსტად ეს შემთხვევა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საუბარი იმაზე, რომ –დისკრიმინაცია არ ჩამიდენია, რა თქმა უნდა, უხერხულობას შეიცავს. არც ველოდით ჩვენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ასეთ განცხადებას გააკეთებდა, რომ არ ჩავდივარ დანაშაულს, დისკრიმინაციას. შესაბამისად, ძალაში დარჩა, რომ ოპოზიცია აბრალებდა ამერიკის საელჩოს დისკრიმინაციას, დანაშაულის ჩადენას, ამ ყველაფერს და საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ ეს ყველაფერი იყო სიცრუე, ცარიელი პროპაგანდა". – თქვა კობახიძემ.

მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით შეერთებულ შტატებში გვარამიას საქმეზე გამოტანილი განაჩენის გამო აღარ გაემგზავრება, კობახიძემ თქვა, რომ "სპეკულაციებს საელჩოს ერთი მცირე განცხადება მარტივად დაასრულებდა".

16 მაისს მთავარი არხის დირექტორს ნიკა გვარამიას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 50 000-ლარიანი ჯარიმა და 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით გვარამიას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა. მოსამართლის განკარგულებით, მთავარი არხის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს. 

კომენტარები