ქართული ოცნება

კრამერი და კელი: ოცნება ომს მოწინააღმდეგეების განადგურების შანსად ხედავს, პუტინის მსგავსად

დევიდ კრამერი/იან კელი

აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა ერთობლივი სტატია გამოაქვეყნეს, სათაურად – "პუტინი მარცხდება უკრაინაში, მაგრამ იმარჯვებს საქართველოში".

როგორც კრამერი და კელი წერენ, ქართული ოცნება უკრაინაში მიმდინარე ომს პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ჩამოშორების შესაძლებლობად ხედავს

"პუტინის მსგავსად, როგორც ჩანს, ქართული ოცნება ომს პირველ რიგში ხედავს როგორც მოწინააღმდეგეების განადგურების შესაძლებლობას. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრძოლაში მყოფი უკრაინის მთავრობა ელჩის გაწვევის გამო გააკრიტიკა და დააბრალა "საქართველოს შეიარაღებულ კონფლიქტში პირდაპირი ჩართვის კოორდინირებული მცდელობა", დაკავშირებული ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან. პრემიერმინისტრი ღარიბაშვილის მტკიცებით, ყოფილი პრეზიდენტი (და ახლა პატიმარი) სააკაშვილი მმართველობაში ჯერ კიდევ რომ ყოფილიყო, საქართველოში "მეორე მარიუპოლი" იქნებოდა". – წერენ კრამერი და კელი.

კომენტარები