რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: პუტინს შევხვდები იმ პირობით, თუ მხოლოდ ერთი საკითხი იქნება – ომის დასრულება

ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმირ პუტინი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ვლადიმირ პუტინტან შეხვედრის პირობები დაასახელა.  ზელენსკი მზად არის შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს მოლაპარაკებებისთვის, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი განიხილავენ ომის დასრულებას, რომელიც რუსეთმა დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ.

"სახელმწიფოში ისეთი გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურა აქვს, პუტინის გარეშე გადაწყვეტილებები არ მიიღება, მათი ყველა ინსტიტუტი გაერთიანებულია ერთი გადაწყვეტილებით - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით.

და თუ ჩვენ ვსაუბრობთ ომის დასრულების კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე, მაშინ ამის გარეშე ეს გადაწყვეტილება არ მიიღება, ეს არ იქნება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრის გარეშე და რაც გააკეთეს იმის მერე მოლაპარაკებების დიდი სურვილები ნამდვილად არ არის. შუამავლებთან შეხვედრის დიდი სურვილები არ არსებობს და არც იქნება.

ამიტომ, მე არ ვიღებ არავისთან შეხვედრას რუსეთის ფედერაციიდან, გარდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისა და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაგიდაზე მხოლოდ ერთი საკითხი იქნება - ომის დასრულება. სხვა არაფერია სალაპარაკო".- ამბობს ზელენსკი. 


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები