სირცხვილია

სირცხვილია საგამოძიებოზე: ჩვენი აზრით, მჟავანაძის დაკავების ჩანაწერები უკვე განადგურებულია

სირცხვილია / Facebook

მოძრაობა სირცხვილია გიორგი მჟავანაძის საქმეზე საგამოძიებო სამსახურის განცხადებას ეხმიანება და მიიჩნევს, რომ მჟავანაძის დაკავების კადრები განადგურებულია. 

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გიორგი მჟავანაძის საქმეზე გამოძიება 333-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს პოლიციელის მიერ უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობის გამოყენებით.

გამოძიებამ შსს-დან გამოითხოვა ვიდეოკამერების ჩანაწერები, თუმცა “მათ შორის არ აღმოჩნდა იმ ვიდეოკამერის ჩანაწერი, რომლის დაფარვის არეალშიც მოექცეოდა პოლიციის შენობაში გ.მ.-ს ადმინისტრაციული წესით დაკავების გარემოებები.”

ჩვენი აზრით, ეს ჩანაწერები უკვე განადგურებულია.

კამერა, რომელიც პოლიციის შენობაში იმ პერიმეტრს იღებდა, სადაც პოლიციელები გიორგი მჟავანაძეს ურტყამდნენ, საერთოდ მოხსნილია".- აღნიშნავს სირცხვილია. 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სირცხვილიას დირექტორზე პოლიციელების მიერ ძალადობასთან დაკავშირებით განცხადებაში აღნიშნა, რომ  მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს მე-9 სამმართველოს 11 თანამშრომელი გამოიკითხა, მათ შორის ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე.

"გამოკითხული პოლიციის თანამშრომლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მოქალაქე  გ.მ.-ს მიმართ ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის ძალადობის და სხვაგვარი უკანონო მოპყრობის ფაქტს და მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება პოლიციის თანამშრომლების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე მოხდა".- ვკითხულობთ განცხადებაში. 

"შენნაირებს *ლეზე ვიხევ, ქურდიც ვარ და პოლიციელიცო" – მჟავანაძე პოლიციელების ძალადობაზე 

სირცხვილიამ 17 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციელებმა მოძრაობის დირექტორი, გიორგი მჟავანაძე დააკავეს და ბორკილდადებულს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

 

კომენტარები