მკვლელობა თბილისში

16-დან 20 წლამდე, ან უვადო – ავტობუსში ცოლის მოკვლისთვის პროკურატურამ კაცს ბრალი წარუდგინა

შსს

საქართველოს პროკურატურამ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე როინ მებონიას ბრალი წარუდგინა.

უწყების ცნობით, მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ვ და მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც  სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათივე ცნობით, პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს  კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

კომენტარები