მკვლელობა თბილისში

"ვერ იხსენებს, მომხდარით გაოგნებულია" – კაცის ადვოკატი, რომელმაც ცოლი ავტობუსში მოკლა

შსს

"სავარაუდოდ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები ამ ადამიანს. ვერ ახერხებს სრულყოფილად ფაქტების გახსენებას და გაოგნებულია მომხდარით".- ამბობს ადვოკატი სულხან კომახიძე, რომელიც იმ კაცის ინტერესებს იცავს, რომელმაც 21 მაისს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლი მოკლა. 

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდეს და ამ კუთხით ექპერტიზის ჩატარება მოითხოვოს. 

როინ მებონიას, რომელმაც 31 წლის ცოლს საზოგადოებრივ ტრანპორტში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, ბრალს სავარაუდოდ დღესა წარუდგენენ. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები