ვიოლა ფონ კრამონზე საერთოდ არ შეიძლება სერიოზული განცხადების გაკეთება და ბევრი მიზეზი მაქვს [ამისთვის]. ვიოლა ფონ კრამონზე, გავიმეორებ, სერიოზულ კომენტარს საერთოდ ვერ გავაკეთებ, კონკრეტული მიზეზების გამო, მათ შორის, პიროვნული კონკრეტული ფაქტორების გამო...
...მედიის თავისუფლებაში სად არის უკუსვლა? უკუსვლა არის აღქმებში, ამ აღქმებს აყალიბებენ აქ ნაცმოძრაობა, იქ ფონ კრამონები, ფოტიგები და ა.შ. ეს არის სინამდვილეში ერთი პატარა ჯგუფი და ზუსტად ესენი არიან ანტიევროკავშირი. ასეთი ადამიანები, რომლებიც მუდმივად უსამართლობისკენ უბიძგებენ სისტემას, არიან თავისი არსით ანტიევროკავშირი, იმიტომ, რომ ევროპული ღირებულებები არის ბევრი რამ, მაგრამ მათ შორის ერთერთი უმთავრესი არის სამართლის უზენაესობა.
და როდესაც 2012 წლიდან მოყოლებული, მთავარი, რასაც ჩვენ გვთხოვენ, რომ კანონი არ აღასრული, ეს არის მათი მთავარი ხაზი, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპული ღირებულებები მათთან საერთოდ არ არის ახლოს. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკური დასკვნა და ამას აქვს ერთადერთი მიზეზი - ისინი არიან კრიმინალების მფარველები, კონკრეტული პოლიტიკური ძალის მფარველები. ნაცმოძრაობა რა დანაშაულებს ჩადიოდა, 2012 წელს არ იცოდა ვიოლა ფონ კრამონმა? ან არ იცოდა იგივე რიშმა და ა.შ? ყველამ იცოდა.
ვიოლა ფონ კრამონი სამართლიანად რომ აფასებდეს ნაცმოძრაობა რა არის, მათ შორის დღესაც და გუშინ რა იყო, გვარამიაზე იმას არ იტყოდა, რასაც ახლა ამბობს. ძალიან კარგად იცის, რომ გენპროკურორობის დროს უამრავ საზიზღრობას აკეთებდა ეს კაცი და ახლა რუსთავი ორი გაძარცვა, ეს იცის ვიოლა ფონ კრამონმა, მაგრამ სხვა რამეს ლაპარაკობს. რატონ? იმიტომ, რომ არის კრიმინალების მფარველი. ძალიან მარტივად არის საქმე.