რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს – 1 ადამიანი დაიღუპა, 3 ბავშვი დაიჭრა

FB/Національна поліція України

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქი გასული დღე-ღამის განმავლობაში 28-ჯერ დაბომბეს. ოკუპანტების იერიშებს 1 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაჭრილებს შორის კი 3 ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ გაავრცელა.

"გარდა ამისა, ოკუპანტების იერიშების შედეგად, 52 სამოქალაქო ობიექტი განადგურდა, მათ შორის: სახლები, სკოლები, სამრეწველო საწარმოები და სხვა. რუსებმა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ თვითმფრინავები, ტანკები, მძიმე არტილერია და ბალისტიკური რაკეტები გამოიყენეს". - წერს უკრაინის ეროვნული პოლიცია.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები