რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსულ ენერგეტიკაზე უარს კიდევ დიდხანს ვერ იტყვის

Getty Images

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, ევროპული სახელმწიფოები რუსეთის ენერგეტიკულ რესურსებზე სრულად უარს ვერ იტყვიან, ხოლო რუსულ ნავთობსა და გაზზე დაწესებული ახალი სანქციები ევროპაში ეკონომიკურ პრობლემებს იწვევს.

"ევროპელები აღიარებენ, რომ მათ არ შეუძლიათ სრულად თქვან უარი რუსეთის ენერგეტიკულ რესურსებზე და ასევე აშკარაა, რომ ზოგიერთი ევროკავშირის სახელმწიფო, სადაც რუსული ნახშირწყალბადის წვლილი ძალიან მსხვილია, დიდხანს ვერ აიღებენ ხელს ჩვენს ენერგიაზე". – თქვა პუტინმა.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მეექვსე პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწია. "არ გვაქვს ერთსულოვნება ნავთობის აკრძალვასთან დაკავშირებით" - დამატებით განმარტა ბორელმა.

"სამწუხაროდ, დღეს შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ". - უთხრა ბორელმა ჟურნალისტებს.

მანამდე, 4 მაისს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სანქციათა ახალ პაკეტში რუსეთის წინააღმდეგ ემბარგო აუცილებლად გათვალისწინებული იქნებოდა. 

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უდიდესია ევროკავშირის ისტორიაში. მათი მიზანი რუსეთის ეკონომიკისა და კრემლისთვის მძიმე დარტყმის მიყენებაა

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები