რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე: ვიცით, უკრაინელებს ამ ომის მოგება შეუძლიათ

მირჩა ჯეოანა

NATO-ს  გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯეოანა ამბობს, რომ უკრაინას შეუძლია მოიგოს ომი რუსეთის წინააღმდეგ "უკრაინელი ხალხისა და არმიის გამბედაობისა და დასავლეთის დახმარების წყალობით".

UNIAN-ის კორესპონდენტის ცნობით, ამის შესახებ ჯეოანამ ბერლინში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, დღეს საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინაში მიმდინარე ბოლო მოვლენებზე გაამახვილებენ ყურადღებას.

"რუსეთის სასტიკი შეჭრა კარგავს იმპულსს და მოკავშირეებისა და პარტნიორების მილიარდობით დოლარის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის - სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის წყალობით, ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელი ხალხისა და არმიის გამბედაობის წყალობით და ჩვენი დახმარებით, უკრაინელებს ამ ომის მოგება შეუძლიათ".- თქვა ჯეოანმა. 


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები