რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"არ არსებობს სახე, რომელიც უნდა შენარჩუნდეს, არსებობს ომის მანქანა" – გლუკსმანი მაკრონზე

ევროპარლამენტარი, სოციალ-დემოკრატების ფრაქციის წევრი რაფაელ გლუკსმანი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის "სახის შენარჩუნებასთან" დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის შეთავაზებას ეხმაურება.

"საფრანგეთის ძალაუფალთა აკვიატება - "დაეხმარონ პუტინს სახის შენარჩუნებაში", რომელიც მოითხოვს მსხვერპლისგან დიდ დათმობაზე წასვლას, მარცხისთვის განწირული და საშიშია. 

არ არსებობს "სახე", რომელიც უნდა "შენარჩუნდეს", არსებობს ფაშისტური ომის მანქანა, რომელიც უნდა შეჩერდეს. 

ეს უკავშირდება ცნობილ ფრაზას - "მოდი, არ დავამციროთ რუსეთი". მაგრამ ვინ ვის ამცირებდა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში? იმ მიზნით, რომ კრემლი არ "დაგვემცირებინა", ჩვენ ავიტანეთ ჩეჩნების ხოცვა, საქართველოს დანაწევრება, ალეპოს განადგურება, ყირიმისა და დონბასის ოკუპაცია. 

პუტინიზმთან შეგუების ცდუნება მთელ ფრანგულ პოლიტიკურ სპექტრს ახასიათებს . მათ შორის, რა თქმა უნდა, მემარცხენეებს. მე ყველგან და ყოველთვის შეუსვენებლად ვიბრძოლებ ამის წინაღმდეგ". - წერს რაფაელ გლუკსმანი.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის სუვერენიტეტთან დაკავშირებით გარკვეულ დათმობებზე წასვლა შესთავაზა, რათა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს "სახე შეენარჩუნებინა".  

"მეჩვენება, რომ ეს არ არის ძალიან კორექტული. ჩვენ არ ვართ მზად, ვიღაცისთვის რაღაც გადავარჩინოთ და ამის გამო ტერიტორიები დავკარგოთ. ეს არის დაკარგული დრო". - თქვა ზელენსკიმ.

მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა. მისივე სიტყვებით, უკრაინის ტერიტორიაზე ომის დასასრულებლად მაკრონმა შუამავლის სახით მოლაპარაკებებში წარმატებას ვერ მიაღწია.

"რუსეთისთვის გამოსავალი არ უნდა ვეძებოთ, ამას ბატონი მაკრონი ტყუილად აკეთებს. მას აქვს შესანიშნავი გამოცდილება, რომ სანამ თავად რუსეთს არ მოუნდება, ის არაფერს აკეთებს. მას სურდა, შუამავლობით გარკვეული შედეგები მიეღო - ვერ მიიღო არა ჩვენი, არამედ რუსეთის მხრიდან. 

კომენტარები