რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინის სახის შესანარჩუნებლად მაკრონმა სუვერენიტეტზე დათმობა შემომთავაზა – ზელენსკი

CFP

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის სუვერენიტეტთან დაკავშირებით გარკვეულ დათმობებზე წასვლა შესთავაზა, რათა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს "სახე შეენარჩუნებინა". ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.   

"მეჩვენება, რომ ეს არ არის ძალიან კორექტული. ჩვენ არ ვართ მზად, ვიღაცისთვის რაღაც გადავარჩინოთ და ამის გამო ტერიტორიები დავკარგოთ. ეს არის დაკარგული დრო". - თქვა ზელენსკიმ.

მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა. მისივე სიტყვებით, უკრაინის ტერიტორიაზე ომის დასასრულებლად მაკრონმა შუამავლის სახით მოლაპარაკებებში წარმატებას ვერ მიაღწია.

"რუსეთისთვის გამოსავალი არ უნდა ვეძებოთ, ამას ბატონი მაკრონი ტყუილად აკეთებს. მას აქვს შესანიშნავი გამოცდილება, რომ სანამ თავად რუსეთს არ მოუნდება, ის არაფერს აკეთებს. მას სურდა, შუამავლობით გარკვეული შედეგები მიეღო - ვერ მიიღო არა ჩვენი, არამედ რუსეთის მხრიდან. 

კომენტარები