ევროინტეგრაციის გზა დღეს სულ სხვანაირად გვეჩვენება. ამ მომენტში ევროკავშირის წევრობის კანდიდატურაზე საქართველოს განაცხადი უკვე შეტანილი აქვს. ეს უკრაინელების უზარმაზარი დამსახურებაა, მათი ყოველდღიური ბრძოლის და ამისთვის ჩვენ მხოლოდ ერთი რამე შეგვიძლია, რომ მადლიერება გამოვთქვათ. იმიტომ, რომ უამისოდ ეს არ იქნებოდა და უნდა ვიცოდეთ, ვაღიაროთ და არ ჩავთვალოთ, რომ ჩვენი ისეთი რაღაცა გავაკეთეთ, რომ უცებ ყველაფრის ღირსები გავხდით. ეს სწორედ მათი დამსახურებაა და ჩვენ ამას მივყვებით. მართალია, წლების განმავლობაში ამისთვის ვემზადებოდით, შეიძლება უფრო მეტადაც ვემზადებოდით, ვიდრე სხვა ასოცირებული ქვეყნები, მაგრამ დღეს ეს უკრაინელების დამსახურებაა. რა იქნება ევროკავშირის პახუხი, მე ვერ გეტყვით, თუმცა ნაწილობრივ ესეც ჩვენზე არის დამოკიდებული, როგორ მოვიქცევით ამ პერიოდში და რამდენად მზად ვიქნებით, რომ ნამდვილი ვალდებულებები ავიღოთ იმის მიმართ, რაც ამ ქვეყანაში უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული ქვეყანა სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად როგორებიცაა: კანონის უზენაესობა, სასამართლო, ეკონომიკის განვითარება და ა.შ.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
პრეზიდენტი: საქართველომ EU-ს წევრობაზე განაცხადი რომ გააკეთა, უკრაინელების დამსახურებაა
tbl.ge/603m
დაკოპირდა

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
ამავე თემაზე
- ზელენსკიმ ლუკაშენკოს გამმეორებლების გასათიშად 1 კვირა მისცა: "თუ არა, ამას ჩვენ ვიზამთ"
- პესკოვი: ყველაფრის მიუხედავად, ჩვენმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ეფექტიანად იმუშავეს
- მაკრონი: თავიდან ტრამპს ეგონა, რომ უკრაინა დამარცხდებოდა, ახლა მათ სიმტკიცეს პატივს სცემს
- ფედოროვის თქმით, დასავლელმა მოკავშირეებმა უკრაინისთვის $4 მილიარდის გამოყოფის პირობა დადეს
- EU-ს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს 1 წლით გაახანგრძლივებენ




