რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხერსონის მარიონეტული რეჟიმი პუტინს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თხოვნით მიმართავს

ჯავშანტექნიკა ხერსონთან, 2022 წლის 24 თებერვალი
Reuters

რუსეთის მიერ დანიშნული ხერსონის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის უფროსის, კირილ სტრემოუსოვის მიხედვით, უახლოეს მომავალში რეგიონი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს რუსეთის ფედერაციაში შესვლის თხოვნით მიმართავს.

"ქალაქი ხერსონი არის რუსეთი, ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე ხერსონის სახალხო რესპუბლიკა არ შეიქმნება, რეფერენდუმი არ იქნება. ვლადიმირ პუტინს ხერსონის რეგიონის რუსეთის ფედერაციის სრულუფლებიან ნაწილად აღიარებას ვთხოვთ". - თქვა სტრემოუსოვმა.

ამასთან ერთად, უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ხერსონში ოკუპანტები უკრაინის წინააღმდეგ მოსახლეობის იძულებით მობილიზებას გეგმავენ. 

"ოკუპანტების მიზანია, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ოლქის ჰუმანიტარული მხარდაჭერა სრულად შეაჩერონ. მოსახლეობის ტერორი გრძელდება.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია, სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ

კომენტარები