თბილისის მერია

სამარშრუტო ხაზების ნაწილზე კომპანია მგზავრებს ფეხზე დგომის ნებას რთავს – მერია

სამარშრუტო ხაზების ნაწილზე, სადაც ბოლო პერიოდში მგზავრთა ზრდა შეინიშნება, მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა დაუშვეს - ინფორმაცია ტაბულას თბილისის მერიაში დაუდასტურეს. მერიის ცნობით, გადაწყვეტილება დროებითია. 

"მგზავრთა ფეხზე დგომით გადაყვანას მასშტაბური ხასიათი არ გააჩნია, რაც დასტურდება ტრანსპორტის სამსახურის ყოველდღიური მონიტორინგით. რაც შეეხება ცალკეულ შემთხვევებს, ერთეულ სამარშრუტო ხაზებზე, სადაც ბოლო პერიოდში საგრძნობია მგზავრთნაკადის ზრდა, პიკის საათებში კომპანია ნებას რთავს მგზავრს ფეხზე დგომით იმგზავროს. 

აღნიშნული გადაწყვეტილება არის დროებითი და იგი არ სცდება მიკროავტობუსების საპასპორტო მონაცემებით დაშვებულ ნორმას". - ამბობენ თბილისის მერიაში. 

კომენტარები