საქართველოს მთავრობა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად რევაზ ჯაველიძე დაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად რევაზ ჯაველიძე დაინიშნა. ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს. 

ჯაველიძემ ილია დარჩიაშვილი შეცვალა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა. 

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ჯაველიძე დღემდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილისა და მთავრობის საპარლამენტო მდივნის თანამდებობას იკავებდა. 

"მას აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში საქმიანობის გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში იგი იყო საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, ასევე - მუშაობდა მსხვილ საერთაშორისო კომპანიებში არაერთ თანამდებობაზე. რევაზ ჯაველიძე ტეხასის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრია". - წერია განცხადებაში. 

კომენტარები