რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

იზიუმში ხუთსართულიანი შენობის ნანგრევების ქვეშ 44 ცხედარი იპოვეს

ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევების ქვეშ 44 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ავრცელებს.

"დროებით ოკუპირებულ იზიუმში ხუთსართულიანი შენობის ნანგრევების ქვეშ, რომელიც ოკუპანტებმა მარტის პირველ ათ დღეში გაანადგურეს, 44 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ეს რუსი დამპყრობლების კიდევ ერთი საშინელი სამხედრო დანაშაულია მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ". – წერს ოლეგ სინებუგოვი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები