ჩვენ 77 წელია, აღვნიშნავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს საქართველოში. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ფაშიზმი, რომელიც იყო გამოწვევა არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ, მთელი მსოფლიოსთვის, იქნა დამარცხებული ჩვენი ერთიანობით. მე მინდა გავიხსენო ძალიან ბევრი ქართველის დამსახურება ფაშიზმზე გამარჯვებისთვის ბრძოლაში. სამწუხაროდ, 77 წლის შემდეგ, ევროპის შუაგულში, ყველაზე დიდ ევროპულ სახელმწიფოში, უკრაინაში დღეს მიმდინარეობს უთანასწორო და უსამართლო ომი, რომელიც, რა თქმა უნდა, გამოწვევაა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ, მთელი ევროპისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ ვუერთდებით მოწოდებებს, მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ, უკრაინელი ხალხის მიმართ და ვუსურვო ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს მშვიდობის აღდგენა მოკლე დროში. საქართველოს ევროპული არჩევანი არის ჩვენი უალტერნატივო გადაწყვეტილება და, რა თქმა უნდა, ეს არის არა მარტო ჩვენი მთავრობის გადაწყვტილება, არამედ ეს არის ჩვენი, ქართველი ხალხის არჩევანი...
tbl.ge/5zwk
დაკოპირდა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




