სალომე ჯაში

სალომე ჯაში ევროპული კინოაკადემიის წევრი გახდა

Filmmaker

ქართველი რეჟისორი სალომე ჯაში ევროპული კინოაკადემიის წევრი გახდა.

"სიამაყით მივესალმებით სალომე ჯაშს, აკადემიის ახალ წევრს". – წერს ევროპული კინოაკადემია სოციალურ ქსელში.

ევროპული კინოაკადემია 1988 წელს შვედმა კინორეჟისორმა ინგმარ ბერგმანმა დაარსა. სხვადასხვა დროს აკადემიის წევრები იყვნენ სახელოვანი რეჟისორები ბერნარდო ბერტოლუჩი, კლოდ შაბროლი, იშტვან საბო და ვიმ ვენდერსი. აკადემიის მოქმედი პრეზიდენტია რეჟისორი აგნეშკა ჰოლანდი.

ევროპული კინოაკადემია ყოველწლიურად საუკეთესო ევროპულ ნამუშევრებს აჯილდოევებს. 2021 წელს სალომე ჯაშის ნამუშევარი მოთვინიერება საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში იყო ნომინირებული.

სალომე ჯაში ქართველი რეჟისორი და პროდიუსერია. გადაღებული აქვს ფილმები ლიდერი ყოველთვის მართალია, ბახმარო, მოთვინიერება.

მოთვინიერება რეჟისორის ამ ეტაპზე ბოლო ნამუშევარია. დოკუმენტური ფილმი ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში საუკუნოვანი ხეების გადატანას აღწერს. სურათის ჩვენებაზე ახლო წარსულში უარი თქვა საქართველოს კინოაკადემიამ. 
 

კომენტარები