რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კიევში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და დიპლომატები დაბრუნდნენ

CNN

უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ქრისტინა კვიენი და ამერიკელი დიპლომატების ჯგუფი კიევში დაბრუნდნენ.

რუსეთის სამხედრო აგრესიის საფრთხის ფონზე აშშ-ს საელჩო უკრაინის დედაქალაქში 2022 წლის თებერვლის შუა რიცხვებში დაიხურა. ამერიკელი დიპლომატების ჯგუფი მუშაობას ქალაქ ლვოვში აგრძელებდა, 24 თებერვალს, რუსეთის შეჭრის შემდეგ კი საელჩომ მუშაობა სრულად შეწყვიტა.

აპრილის ბოლოს კიევში ვიზიტისას აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ამერიკა უკრაინაში დიპლომატებს უახლოს მომავალში დააბრუნებდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები