2022 წელს გარდაცვლილები

FRIENDS-ის მსახიობი მაიკ ჰეგერტი გარდაიცვალა

Consequence.net

67 წლის ასაკში ამერიკელი მსახიობი მაიკ ჰეგერტი გარდაიცვალა. სიკვდილის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ინფორმაციას ჰეგერტის მეგობარი და კოლეგა ბრიჯეტ ევერეტი ავრცელებს. მსახიობი 29 აპრილს გარდაიცვალა, თუმცა საზოგადოებისთვის სამწუხარო ამბავი ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა.

"მაიკლ ჯი ჰეგერტის ოჯახი დიდი მწუხარებით იუწყება, რომ მსახიობი ლოს-ანჯელესში გარდაიცვალა". – წერს სოციალურ ქსელში ევერეტი.

ჰეგერტი მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებელი სახასიათო მსახიობი იყო. ნათამაშები აქვს ფილმებსა და სერიალებში Seinfeld, Cheers, Dick Tracy, Speed 2, Austin Powers. განსაკუთრებული პოპულარობა ჰეგერტის სიტკომ Friends-ში, შენობის ზედამხედველის, მისტერ ტიგერის როლმა მოუტანა.

კომენტარები