მე აბსოლუტურად ობიექტურად ვიღებ და სავსებით მისაღებია ჩემთვის, თუნდაც მიუღებელი და აბსოლუტურად უსაფუძვლო კრიტიკა. ვაცნობიერებ, რომ ვარ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ჩვენ ვიცით, რომ პარტია არის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია, მომავალი სახელისუფლებო პარტია, რა წილი ექნება ხელისუფლებაში ნაციონალურ მოძრაობას ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ რომ არიან ადამიანები, რომლებსაც უსამართლო კრიტიკა ტრადიციად ექცათ, მესმის კარგად, რადგან მათ სჭირდებათ სოციალური და პოლიტიკური მოჭიდება. ახლა, როდესაც მთელი საეთერო დრო, განსაკუთრებით კრიტიკულ ტელევიზიებში, დათმობილი აქვს ერთი და იგივე ადამიანებს და ძირითადი მათი ნარატივი მიმართულია ხელისუფლების მიმართ, შესაძლებელია თქვენ, ჟურნალისტებს მოგწყინდეთ ერთგვაროვანი სტუმრების მოწვევა და ამიტომ იწვევთ ადამიანებს, რომლებსაც აქტუალურობის შესაძენად სჭირდებათ, რომ ოპოზიციის შიგნით არარსებული უსაფუძვლო ბრალდებები ისროლონ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
მელია: არიან ადამიანები, ვისაც უსამართლო კრიტიკა ტრადიციად ექცათ, პოლიტიკური მოჭიდებისთვის
tbl.ge/5zsv
დაკოპირდა

უპასუხა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, ტელეკომპანია პირველის ეთერში წამყვანის შეკითხვას, რომ სააკაშვილის ოჯახის აქტიურობა ერთგვარი პროტესტია პარტიის მიმართ, თუ აუცილებლობა.
ამავე თემაზე
- ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს - ცისკარიშვილი მელიას
- ენმ: წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას რუსეთი გამოიყენებს
- ხაბეიშვილი ზურაბიშვილზე: უნდა ვუთხრათ სალომეს, რომ ცოტა აზრზე მოვიდეს
- ხაბეიშვილი: ზურაბიშვილი არც აქტუალურია ჩემთვის, არც საინტერესო – აღარ არის პრეზიდენტი
- მელია: პარტიაში, როგორც შპს-ში, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა რუსული ყაიდაა




