კანის კინოფესტივალი

ფორესტ უიტეკერს კანის კინოფესტივალის საპატიო ჯილდო გადაეცემა

Wookiepedia

ამერიკელი მსახიობი ფორესტ უიტეკერი 2022 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე საპატიო პალმის რტოს მიიღებს.

მსახიობს საპატიო ჯილდოს 17 მაისს, ფესტივალის გახსნაზე გადაეცემა. პირველი პალმის რტო უიტეკერმა 1988 წელს, კლინტ ისტვუდის მიერ გადაღებულ ფილმ Bird-ში შესრულებული როლისთვის მიიღო.

კანის საპატიო ჯილდო სხვადასხვა წლებში მიღებული აქვთ კლინტ ისტვუდს, ვუდი ალენს, ჯოდი ფოსტერს, ჯეინ ფონდას და სხვებს.

2022 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალი 17-დან 28 მაისამდე გაიმართება. ძირითადი კონკურსის ჟიურის ფრანგი მსახიობი, ვენსან ლინდონი უხელმძღვანელებს.

ფორესტ უიტეკერი ოსკარის, ბაფტას, ემისა და ოქროს გლობუსის მფლობელი მსახიობია.

კომენტარები