კანის კინოფესტივალმა წითელი ხალიჩის ცერემონიის დრესკოდი განაახლა და 2025 წლიდან, სიშიშვლე, გამჭვირვალე და მოცულობითი სამოსების ჩაცმა აკრძალა.
"მიმდინარე წელს კანის კინოფესტივალმა მკაფიოდ გამოხატა მის წესდებაში გაწერილი კონკრეტული წესები, რომელიც უკვე დიდი ხანია მოქმედებს.
გადაწყვეტილების მიზანი, არა ჩაცმულობის რეგულირება, არამედ სიშიშვლის სრული აკრძალვაა ხალიჩაზე, რომელიც იქნება ფესტივალის ინსტიტუციური ჩარჩოსა და საფრანგეთის საკანონმდებლო ჩარჩოს შესაბამისი". - განაცხადა ფესტივალის წარმომადგენელმა, გამოცემა Variety-ს ცნობით.
როგორც Variety წერს, ამ გადაწყვეტილების მიზეზი 2022 წლის ფესტივალზე მომხდარი შემთხვევა გახდა, სადაც პრო-უკრაინელმა აქტივისტმა, ხალიჩაზე დემონსტრაციულად გაიხადა კაბა - აღნიშნულმა შემთხვევამ, ფესტივალი იძულებული გახადა საფესტივალო წესდება შეეცვალა.
ასევე, აღსანიშნია, რომ სიშიშვლესთან ერთად, ფესტივალმა დრესკოდიდან ამოიღო მოცულობითი სამოსიც.
ფესტივალმა განაცხადა, რომ ის "იტოვებს უფლებას, არ დაუშვას პირები, რომელთა ჩაცმულობამაც, შესაძლოა შეაფერხოს სხვა სტუმრების გადაადგილება ან გაართულოს ფილმის ჩვენებებზე სტუმრების განლაგება".





