კანის კინოფესტივალი

ჯოდი ფოსტერს კანის კინოფესტივალის საპატიო ჯილდო გადაეცემა

Financial Times

ამერიკელ მსახიობსა და რეჟისორს, ჯოდი ფოსტერს კარიერაში მიღწეული წარმატებისთვის კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო, ოქროს პალმის რტო გადაეცემა. 

"ეს ჯილდო ჯოდი ფოსტერის მიერ განვლილი შემოქმედებითი გზის აღიარებაა. ამასთან ერთად პატივს მივაგებთ მის განსაკუთრებულ პიროვნულობას, რომელიც მოკრძალებულობის მიუხედავად, გამბედავად ამახვილებს ყურადღებას ჩვენი დროის აქტუალურ საკითხებზე". – წერია კინოფესტივალის ორგანიზატორების ოფიციალურ განცხადებაში.

ფოსტერი კანის ხშირი სტუმარია, პირველად მსახიობი 13 წლის ასაკში, ფესტივალს ტაქსის მძღოლის გადამღებ ჯგუფთან ერთად ეწვია. მარტინ სკორსეზეს სურათში შესრულებული როლისთვის ფოსტერი ოსკარზე იყო ნომინირებული, და ასევე, ოქროს გლობუსი და BAFTA-ს ჯილდო მოიპოვა. კარიერის განმავლობაში მსახიობს ორი ოსკარი და ოთხი ოქროს გლობუსი აქვს მიღებული.

"კანი ის ფესტივალია, რომლისგანაც დიდად დავალებული ვარ. დირექციის გადაწყვეტილებით აღფრთოვანებული ვარ. ახალი თაობისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ბრწყინვალე შესაძლებლობა მომეცა". – ამბობს მსახიობი.

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარე წლის 6 ივლისს დაიწყება და 17 ივლისს დასრულდება. 2020 წელს კინოსამყაროს მთავარი ღონისძიება კორონავირუსის პანდემიის გამო არ ჩატარდა.

კომენტარები