რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლულა: ზელენსკი უკრაინაში ომზე იმდენადვეა პასუხისმგებელი, რამდენადაც ვლადიმირ პუტინი

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვას თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში მიმდინარე ომზე იმდენადვეა პასუხისმგებელი, რამდენადაც ვლადიმირ პუტინი. ამის შესახებ მან Time-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"ვხედავ, რომ უკრაინის პრეზიდენტი სხვადასხვა ეთერში საუბრობს, ტაშს უკრავენ, ევროპარლამენტარები ფეხზე წამოდგომით და ოვაციით ხვდებიან. ეს კაცი იმდენადვეა პასუხისმგებელი ომზე, როგორც პუტინი, რადგან ომი, მხოლოდ ერთი ადამიანის დანაშაული არ არის. თქვენ [დასავლელი ლიდერები] ამხნევებთ მას, შემდეგ კი ის ფიქრობს, რომ თქვენი ნამცხვრის თავზე მოთავსებული ალუბალია. ჩვენ [მასთან] სერიოზული საუბარი უნდა გვქონდეს – კარგი, შენ მშვენიერი კომიკოსი იყავი, მაგრამ მოგვეცი უფლება, რომ შენს ტელეეთერში გამოსაჩენად არ ვიომოთ". - თქვა ლულამ.

ლულა ბრაზილიაში დაგეგმილ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და გამოკითხვების მიხედვით, მთავარ ფავორიტადაც ითვლება. აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მსგავსი პოზიცია აქვს მის მთავარ კონკურენტსაც. მოქმედი პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ მოსკოვში ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა და ამ დრომდე პრორუსულ პოზიციებს ინარჩუნებს.

კომენტარები