რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის 58-ე არმია, რომელიც 2008 წელს ცხინვალში შემოიჭრა, განადგურებულია – არესტოვიჩი

ოლექსი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, ოლექსი არესტოვიჩის თქმით, უკრაინაში რუსეთის 58-ე არმია გაანადგურეს. ამის შესახებ არესტოვიჩმა ყოფილი რუსი ადვოკატისა და პოლიტიკოსის, მარკ ფეიგინის Youtube-ის არხზე ისაუბრა.

"მთლიანად განადგურებულია ერთ-ერთი პოლკი. ამ დროს კი რუსული პროპაგანდა ამბობს, რომ ეს-ესაა აიღებენ და ა.შ. ზაპოროჟიეში 42-ე დივიზია ჩეჩნეთიდან, 150-ე დივიზია, უფროსი ოფიცრები ანგარიშს აბარებენ [რუსეთის გენშტაბს], რომ არ არიან ბრძოლისუნარიანები, განადგურებულია მათი შემადგენლობის 80% და ითხოვენ ხელახალი ფორმირებისთვის გაყვანას. 

მთელი 58-ე არმია განადგურებულია, ბრძოლისუნარიანი დარჩა მხოლოდ მე-100 ბრიგადა, სადაზვერვო, საზღვაო ქვეითები და მე-7 ბაზა აფხაზეთიდან, რომელიც, სხვათა შორის, უარს ამბობდა წინსვლაზე. ისინი დაარბიეს, თუმცა, მეტ-ნაკლებად ბრძოლისუნარიანობას ინარჩუნებენ". - თქვა არესტოვიჩმა.

2008 წელს, აგვისტოს ომში რუსეთის 58-ე არმიამ ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმების კონტროლირებად ტერიტორიებთან ერთად ახალგორის რაიონი, ზემო აფხაზეთი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი და საჩხერის რაიონის სოფელი პერევიც დაიკავა.

კომენტარები