რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოდესაში რამდენიმე აფეთქება მოხდა, დაზიანდა აეროპორტის ასაფრენი ბილიკი – UNIAN

UNIAN

უკრაინის ქალაქ ოდესაში რამდენიმე აფეთქება მოხდა. გამოცემა UNIAN-ის ცნობით, ქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ.

უკრაინის არმიის სამხრეთის სარდლობის ცნობით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოდესის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი დაზიანდა, რის გამოც მისი გამოყენება შეუძლებელია.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები