საქართველო-უკრაინა

ღარიბაშვილი არესტოვიჩზე: ეს ადამიანი თავად არის შეურაცხყოფა, არც მინდა, კომენტარი გავაკეთო

თქვენ მიერ ნახსენები ადამიანი [არესტოვიჩი] თავად არის შეურაცხყოფა, არ მინდა, ბევრი ვილაპარაკო, არც მინდა, გავაკეთო კომენტარები. სამწუხარო არის ის, რომ მსგავსი აბსურდული ბრალდებებით და აბსურდული რაღაც შეურაცხყოფებით ზიანდება ჩვენი მთავარი ურთიერთობა ჩვენს უკრაინელ ხალხთან.  

თუმცა, მე ვარწმუნებ ყველას, რომ ვერცერთი ვერ შეძლებს ჩვენს უკრაინელ დებსა და ძმებთან ურთიერთობის გაფუჭებას. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ ჩვენი უკრაინელების დასახმარებლად. შეგახსენებთ, რომ საქართველო არის ნომერ პირველი 190 ქვეყანას შორის, რომელმაც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა უკრიანაში. ყველაზე მეტი მთელ მსოფლიოში ვიძახი - 500 ტონაზე მეტი. ეს ნიშნავს, რომ მთელი ჩვენი ხალხი არის ჩართული ამ პროცესში. 

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველზე, ოლექსი არესტოვიჩზე. "თქვენს პოლიტიკასა და განცხადებებს ქართველები არჩევნებზე შეაფასებენ". - მიმართა არესტოვიჩმა საქართველოს მთავრობას. 

კომენტარები