რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

არესტოვიჩი მთავრობას: თქვენს პოლიტიკასა და განცხადებებს ქართველები არჩევნებზე შეაფასებენ

[დასავლეთის მიერ] ჩვენ აღიარებული ვართ რკინის ფარდის მეორე მხარეს მყოფ მხარედ. შეწყდა იმის განხილვა, რას იმსახურებს უკრაინა, არის თუ არა სათანადოდ განვითარებული საზოგადოება, არის თუ არა [უკრაინის] დემოკრატია ახალგაზრდა და ნაწილობრივი. მათ (დასავლეთმა) გვითხრა, რომ მათი სამყაროს ნაწილი ვართ, რომ ისინი ჩვენთვის იბრძვიან და იდგებიან მოლდოვის გვერდზეც და იდგებოდნენ საქართველოს გვერდზეც, საქართველოს ხელისუფლება უცნაურად რომ არ იქცეოდეს.

გამაკრიტიკებენ. იქ უკვე პრემიერი გამოვიდა სიტყვით, მინისტრები გამოვიდნენ. მოდი, ყურცქვიტებო, გეტყვით: საქართველო თანამედროვე სახელმწიფოა. ქართველი ხალხი გადაწყვეტს სახელმწიფო როგორ პოლიტიკას გაატარებს. უკრაინა თქვენს, დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენულ პოლიტიკაში არ ერევა არც არესტოვიჩის სიტყვებით, არც სხვა გზით. ყოველთვის იყავით უკრაინის მეგობრული სახელმწიფო. თუმცა, თქვენ, თქვენს პოლიტიკასა და განცხადებებს ქართველი ხალხი არჩევნებზე შეაფასებს. ეს არის ჩემი სპეციალური, მხურვალე მოკითხვა.

მიმართა საქართველოს მთავრობას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა.

კომენტარები