რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ვიტალი ორბელაძე დაიღუპა. ინფორმაციას მოხალისეთა ბატალიონი Карпатська Січ ავრცელებს, რომელშიც ის იბრძოდა. 

ბატალიონის ცნობით, ორბელაძე 23 აპრილს, ხარკოვის ოლქში, ქალაქ იზიუმის დაცვის დროს დაიღუპა. 

ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში სულ 10 ქართველი მებრძოლი დაიღუპა – გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი, ბახვა ჩიქობავა, ნიკა შანავა, დავით მენაბდიშვილი, ალიკა ცაავა, ზაზა ბიწაძე, არკადი კასრაძე და ვიტალი ორბელაძე. 

კომენტარები