IRI-ს კვლევა

მანჯგალაძე IRI-ზე: ოპოზიციამ პრობლემები ჩვენს თავში ვეძებოთ, მაგრამ თვითგვემაც არ გვინდა

პირველ რიგში, ჩვენ - ოპოზიციამ პრობლემები ჩვენს თავში უნდა ვეძებოთ და ამას, რა თქმა უნდა, ვაკეთებთ და ვაფასებთ. მაგრამ თვითგვემაშიც რომ არ წავიდეთ ძალიან, უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოში დაზიანებულია ეს ველები, სადაც კვლევა ტარდება. ადამიანები არ არიან გულწრფელები და, შესაბამისად, ვერ ასახავს იმ რეალობას, რაც არის ქვეყანაში.

სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატი პაატა მანჯგალაძე IRI-ის კვლევაზე. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მომდევნო კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, მოსახლეობის 31% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 16% ენმ-ს, 4% - საქართველოსთვის. სხვა ოპოზიციურ პარტიებს 1-2% აქვთ.

კომენტარები